საჯარო სემინარი “უსაფრთხოება იწყება აქედან”

2016 წლის 3 ივნისს “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ორგანიზებით თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეში” გაიმართა გაცნობითი შეხვედრა და საჯარო სემინარი თემაზე: “უსაფრთხოება იწყება აქედან!”. სემინარს უძღვებოდნენ გაერთიანების წევრები, ლიცენზირებული ეპიდემიოლოგები – დავით ჩოკოშვილი და ნინო ბუაჩიძე. მათ ისაუბრეს საავადმყოფოსშიდა ინფექციების და სხვა გართულებების პრევენციის მიზნით ხელების დაბანის, ქირურგიული ხელსაწყოების სტერილიზაციისა და დეზინფექციის მნიშვნელობის შესახებ. ამავე შეხვედრის…

რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი

2016 წლის 7-8 მაისს საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რადიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ექიმები მსოფლიოს 40მდე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ კონგრესის ორგანიზატორების კეთილი ნებით, ჩვენი ორგანიზაციისთვის გამოიყო ახალგაზრდული სექცია, რომელზეც ჩვენმა წევრებმა წარადგინეს მოხსენებები მათთვის საინტერესო საკითხებზე დიაგნოსტიკასა და რადიოთერაპიაში. დამსწრე ექიმებმა და პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ყველა მონაწილე სტუდენტმა აჩვენა…

ცნს კონფერენცია

2016 წლის 23 აპრილს გაიმართა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა” და სტუდენტური კვლევითი კლუბი “ვიტალისის” კიდევ ერთი წარმატებული კონფერენცია ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალმხრივი მიმხილვის შესახებ, სახელწოდებით “CNS Conference”. ამჯერად გვიმასპინძლა და არაჩვეულებრივი დარბაზი დაგვითმო ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო იმ სივრცეში ყოფნა, სადაც მრავალი ცნობილი მეცნიერი და ექიმი გამოსულა სიტყვით, მათ შორის…

სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები

2016 წლის 2 აპრილს გაიმართა ჩვენ მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და პოსტერები სიმსივნური პროცესების აღმოცენების, პროგრესირებისა და მკურნალობის მოლეკულური მექანიზმების შესახებ. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, როგორც სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები, ასევე, არაწევრები. პოსტერული პრეზენტაციების დიდი ნაწილი წარადგინეს ბიოლოგიის მიმართულების მაგისტრებმა თსუ-დან. კონფერენცია…

პროექტ “დაარღვიე სიჩუმე – არა ძალადობას!” ფარგლებში გამართულ თხზულებებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული ნაშრომები

თხზულებების კონკურსი: 1) თამარ სამხარაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის, მე-12 კლასის მოსწავლე. * * * 25 იანვარი: რომ დავიბადე, მშობლებმა მარიამი დამარქვეს. მერე რა, რომ ჩვენში მსგავსი სახელი არაა, მამამ იფიქრა, რომ ასე უფრო გამიადვილდებოდა ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში სკოლის პერიოდში ბავშვები სახელის გამო არ დამცინოდნენ, მაგრამ ამ მხრივ გიუნელი არასდროს…

პროექტის “დაარღვიე სიჩუმე – არა ძალადობას!” სამმა დღემ წარმატებით ჩაიარა

ჩვენი პროექტის სამმა დღემ წარმატებითა და შესანიშნავი შედეგებით ჩაიარა. თითოეულმა მონაწილებ საკუთარი შესაძლებლობები ძალიან კარგად წარმოაჩინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა თხზულებებმა ჟიურის წევრები მნიშვნელოვნად მოხიბლა და, ამასთან ერთად, თითოეულმა მათგანმა, მონაწილეთა შეფასების შემდეგ, საკუთარი კომენტარი გააკეთა. ჩვენ მიერ მოწვეულმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ქალბატონმა…

იწყება რეგისტრაცია კონფერენციისთვის “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”

სტუდენტური ორგანიზაცია ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ორგანიზებით 2016 წლის 2 აპრილს 12:00 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”. ის განკუთვნილია მედიცინის და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და ონკოლოგიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის. ამ კონფერენციის მიზანია აკადემიური პირების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრების, ინტერაქტიული…

ახალი მმართველები კლუბ “ვიტალისში”

დღეს, 12 დეკემბერს გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრების მორიგი შეხვედრა, სადაც შეაფასეს განვილილი სემესტრი და განიხილეს სამომავლო პროექტები. ასევე, ჩატარდა კლუბის ახალი მმართველების არჩევნები.   უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღეიდან კლუბს ყავს ახალი პრეზიდენტი – რუსუდან გოლეთიანი და ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი საგინაშვილი. მათ წევრებს უკვე გააცნეს თავიანთი ხედვები და განაცხადეს, რომ კლუბის წარმატებული საქმიანობისა და არსებული…

Onco2015 – დასკვნითი კონფერენცია

2015 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ ინიცირებული საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ონკოლოგიური კონგრესის ,,Onco2015“-ის დასკვნითი კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კლუბის ,,VITALIS“ ინიციატივითა და აქტიური თანამშრომლობით…