გადაცემაში “ობიექტივის დილა”

9 ივლისს სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბ “ვიტალისის” პრეზიდენტმა – მარეხ ჯოჯუამ და ახალგაზრული სამეცნიერო გაერთიანების ეპიდემიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა და გარემოს დაცვის მართვის სპეციალისტმა – დავით ჩოკოშვილმა – ტელეკომპანია “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “ობიექტივის დილა” პაატა ჯოხაძესთან და კატო ბარამიძესთან ერთად ისაუბრეს ორგანიზაციის, მისი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტის შესახებ – “ეპიდრეგულაციები სტომატოლოგიაში”, რომელიც მიზნად ისახავს…

აქტივობა “სუფთა გარემო”

თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი საფრთხის ქვეშ აყენებს ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად ადამიანთა ცივილიზაციის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. ბუნებრივი სისტემების შემდგომ დეგრადაციას მივყავართ ბიოსფეროს დესტაბილიზაციისკენ, მისი ერთიანობის რღვევისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი გარემოს ხარისხის შენარჩუნების უნარის დაქვეითებისაკენ. საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა მიმდინარე ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ როგორც მძიმე და ნეგატიური ტენდენციების მქონე, რაც თანდათან იღებს სერიოზული საფრთხეების შემცველ ხასიათს. მსოფლიოს მრავალ…

სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის”-ის 5 წლის იუბილე

დღეს ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში ზეიმია – Vitalis – Students Scientific Research Club 5 წლისაა !! წელსაც, როგორც ყოველი წლის 18 მარტს გვაქვს პატივი აღვნიშნოთ. წლევანდელ ღონისძიებას უმასპინძლა ჩვენმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა – სდასუ / SDASU-მ, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ ადმინისტრაციას. საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი გახლდათ “ვიტალისის” განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე, მის მიერ განხორციელებული და სამომავლო პროექტები…

კონფერენცია საგანმანათლებლო კამპანია „ზღვარის“ ფარგლებში

2018 წლის 24 ნოემბერს ”ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია საგანმანათლებლო კამპანია „ზღვარის“ ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა კამპანიის სამი ეტაპიდან პირველს. დეტალურ ინფორმაციას კამპანია „ზღვარის“ შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე – http://ysu.ge/ . კონფერენცია გახსნა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა – მარეხი ჯოჯუამ (Marekh Jojua) ასევე სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის პრეზიდენტმა –…

სტუმრად გადაცემაში “ჩვენი დრო”

26 ივნისს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ლიდერებმა ტელეკომპანია “ობიექტივის”  პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “ჩვენი დრო” თათა ბრეგაძესთან ერთად – ისაუბრეს ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ. გადაცემაში მოწვეულები იყვნენ : – ვახტან თებიძე  – ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტი. – აკაკი გავაშელიშვილი – ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი. – მარიამ შავერდაშვილი  – სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი. – სალომე…