კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”: შერჩეული მონაწილეები

2017 წლის 27 მარტს, 23:00 სთ-ზე დასრულდა აბსტრაქტების მიღება კონფერენციისთვის “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”. სულ შემოვიდა 30-მდე აბსტრაქტი, რომლებიც შეფასდა ჟიურის 6 წევრის მიერ, მათ შორის 3 პროფესორი და ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების 3 წევრი. აბსტრაქტების შეფასება მიმდინარეობდა ბრმა მეთოდით. შემოსული აბსტრაქტებიდან კონფერენციისთვის სულ შეირჩა 18, რომელთაგან 6 წარდგება ზეპირი მოხსენებით, ხოლო დანარჩენი 12 – პოსტერული…

ტუბერკულოზი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე და საქართველოში მისი დაძლევის გზები

ნინო ძაგანია II კურსი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. სამეცნიერო ხელმძღვანელები: მ.მ.დ ნესტან ტუკვაძე, მ.მ.დ. მაკა ზარნაძე

ჩვენი წევრები უკრაინაში ონკოლოგიის ორკვირიან კურსებზე

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების წევრები რუსუდან მამუჭაძე და ვახტანგ თებიძე მოხვდენენ 250-დან შერჩეულ 20 საუკეთესო აპლიკანტს შორის, რომლებიც უკრაინაში ორი კვირის განმავლობაში (9-21 აპრილი) გაივლიან კიბოს ეროვნული ინსტიტუტის და უკრაინელი სტუდენტების პლატფორმა INgenius-ის მიერ ორგანიზებულ კურსებს ონკოლოგიაში. ჩვენ მოხარული ვართ ჩვენი წევრების ამ მიღწევით და ამ პროექტში წარმატებულ მონაწილეობას ვუსუვებთ!

კლუბი “VITALIS”-ის 3 წლის იუბილე

2017 წლის 18 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ცისფერ დარბაზში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის 3 წლის იუბილე. საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი იყო ,,ვიტალისის” განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე, მის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები. ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებს სიმბოლურად გადაეცათ მადლობის სიგელები. სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ი ოფიციალურად წარედგინა საზოგადოებას 2014 წლის…