დღეს ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში ზეიმია – Vitalis – Students Scientific Research Club 5 წლისაა !! წელსაც, როგორც ყოველი წლის 18 მარტს გვაქვს პატივი აღვნიშნოთ.
წლევანდელ ღონისძიებას უმასპინძლა ჩვენმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა – სდასუ / SDASU-მ, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ ადმინისტრაციას.
საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი გახლდათ “ვიტალისის” განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე, მის მიერ განხორციელებული და სამომავლო პროექტები და აქტივობები.

საღამო გახსნეს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა – ვახტანგ თებიძემ (Vakhtang Tebidze) და ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა – საიდ აჯიანცმა (Said Ajiantsi). საღამოს უძღვებოდნენ სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი – მარიამ შავერდაშვილი (Mariam Shaverdashvili) და ვიცე-პრეზიდენტი – სალომე ყიფშიძე (სალომეა ყიფშიძე).

დაფუძნებიდან დღემდე ჩვენ ვქმნით მომავალს. ჩვენ ვართ მზარდი პერსპექტივების, შემოქმედებითი აწმყოსა და მომწიფებული სტრატეგიების მქონე ახალგაზრდების კლუბი, რომელიც მიმართულია ახლის შექმნისკენ და განვითარებისკენ. ჩვენ ვერთიანდებით საერთო იდეის გარშემო და ვქმნით ხვალინდელ დღეს. წარმატება პიროვნული სტანდარტია, ის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციაა.
“საკუთარი თავის ფლობა უდიდესი ძალაუფლებაა”