2014 წლის 29-30 მაისს, კლუბ “ვიტალისის” ინიციატივით ჩატართა სემინარი თემაზე „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები“, რომელზეც ყველა იმ ნიუანსზე იყო საუბარი, რომელსაც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მკვლევარი.

გთავაზობთ თსსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას:

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების მომზადებას მომავალი სამეცნიერო  მუშაობისთვის, იმ პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვანი კვლევების ჩასატარებლად და წარმატებით დასასრულებლად.

2014 წლის 29-30 მაისს, კლუბ “ვიტალისის” ინიციატივით, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერითა და სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ეგიდით ჩატარდა სემინარი  „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები“, რომელზეც ყველა იმ ნიუანსზე იყო საუბარი, რომელსაც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მკვლევარი.

აუდიტორიის წინაშე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს სამეცნიერო უნარ– ჩვევების ცენტრის დირექტორმა ლუიზა გაბუნიამ, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსმა  სპეციალისტებმა:  შორენა ხეცურიანმა და ნათია გამყრელიძემ. მათ ისაუბრეს სამეცნიერო კვლევასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, სამეცნიერო სტატიის, აბსტრაქტის, საგრანტო პროექტის წერის თანამედროვე მიდგომებზე; უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს. როგორც სტუდენტებმა სემინარის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, მიღებული ინფორმაცია აუცილებლად დაეხმარებათ მათ მომავალ სამედიცინო  საქმიანობაში, რადგან ექიმის პროფესიული განვითარება ყოველთვის იყო,  არის და იქნება დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მოძიებასთან სამეცნიერო საძიებო ბაზებიდან, სამეცნიერო პუბლიკაციების კრიტიკულ კითხვასთან, ანალიზთან და კვლევასთან…

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.”

სტატიის წყარო: TSMU სემინარი „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები“

 

სტატია ფოტოებით.