10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში, სამეცნიერო კლუბ “ვიტალისის” ინიციატივით გაიმარტა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა  ექიმი ფსიქოთერაპევტი არჩილ ბეგიაშვილი. კლუბს სემინარის ორგანიზებაში დახმარება გაუწია თვითმმარველობის განათლების, მეცნიერების და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტურმა სამეცნიერო საზოგადოებამ.

ლექცია გახსნა თვითმმართველობის წარმომადგენელმა ნიკა გვაზავამ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმარს.  მის შემდეგ სემინარის თემა მოკლედ მიმოიხილა კლუბ “ვიტალისის” ხელმძღვანელმა  საიდ აჯიანცმა და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დახმარებას.

ექიმმა არჩილ ბეგიაშვილმა ისაუბრა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.  განიხილა თუ რას ნიშნავს ფსიქიკური დაავადება, რა ფაქტორები განაპირობებს მის განვითარებას და რა გზები არსებობს მის წინაამდეგ ბროლისთვის. ასევე მან მიმოიხილა ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზაციული საკითხები და ამ კუთხით მსოფლიოში არსებული მდგომარეობა  ქართულ რეალობასთან მიმართებაში.  ამის შემდეგ მან პასუხი გასცა დასმულ კითხვებს. ლექციის თემამ საკმაო დაინტერესება ჰპოვა სტუდენტების მხრიდან, რაც  დამსწრეთა რაოდენობაზე აისახა. ამის შემდეგ კლუბის წევრებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე გადაინაცვლეს. კლუბი “ვიტალისი” მომავალშიც გეგმავს  საჯარო ლექციებს და სხვადასხვა პროექტებს ამ პრობლემით დაინტერსებულ  ორგანიზაციებთან  თანამშრობლობით.

კლუბი “ვიტალისი” კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის დამსწრე საზოგადოებისას გამოჩენილი ინტერესისა ყურადღებისათვის. ჩვენ შევეცდებით თქვენთვის უფრო მეტი საინტერესო ლექცია გავმართოთ.

სტატია ფოტოები.