ყოველწლიური საერთაშორისო  პროექტი „Teddy Bear Hospital“ მიზნად ისახავს ბავშვებში ექიმის, ე.წ. „თეთრი ხალათის“ (რომელიც ექიმთან ასოცირდება ბავშვის ფსიქიკაში) და წამლის მიმართ ფობიის დაძლევას.

ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა, ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია (GPSA) და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია-თბილისი (EMSA-Tbilisi).

„თეთრი ხალათის“ აქციაში მონაწილეობა საოჯახო საცხოვრებელი „კარიტასის“ და გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მიიღეს. ბავშვებს კონსულტაცია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებმა გაუწიეს. პროექტის ფარგლებში, ფობიის დაძლევასთან ერთად  სხვა სახის კონსულტაციები ჩატარდა, მათ შორის სტომატოლოგური კონსულტაცია.

სამედიცინო გასინჯვის შემდეგ, ბავშვებს თავიანთი პროდუქციით პროექტის მხარდამჭერი კომპანიები „ბარამბო“, „ეკო ფუდი“ და „ავერსი“ გაუმასპინძლდნენ.

პატარა პაციენტების გართობაზე იზრუნეს ბავშვთა გასართობ ცენტრ „ნევერ ლენდ“–ის ანიმატორებმა. ბავშვებმა ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული მუზეუმი, რომელსაც შემეცნებითი ხასიათი ქონდა და გიდობას სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები და  კურსადმთავრებულები უწევდნენ.

პროექტის ფარგლებში, უნვერსიტეტში არსებულ სააქტო დარბაზში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის კონცერტი ჩატარდა.

დასკვნით ნაწილში კი ბავშვებს საჩუქრად „ახალგაზრდა ადვოკატების“, პლასტიკური, ესთეტიკური და დერმატოკოსმეტოლოგის კლინიკა „ტოტალ შარმის“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მედია მხარდამჭერას  ინტერნეტ გამოცემა News.ge და newpost.ge უზრუნველყოფდნენ.

პროექტის მხარდამჭერი იყო გრაფიკული დიზაინერი ზურაბ გიორგაძე, თბილისის სამედიცინო აკადემია და სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კლუბი „ვიტალისი“.

სტატიის წყარო: news.ge – ახალი ამბები.

პროექტის შესახებ ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა newposts.ge-ზე.