2019 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი გახლდათ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე, მის მიერ განხორციელებული და სამომავლო პროექტები და აქტივობები. დასწრების საშუალება ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს. შეხვედრა გახლდათ ინტერაქტიული სახის.

წლევანდელ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა ჩვენმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი-Caucasus International Universityმა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებთ კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ლალი მეკოკიშვილსა და მთლიანად ადმინისტრაციას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრა გახსნეს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა – სალომე ყიფშიძემ (Salome Kipshidze) და პრეზიდენტმა – ვახტანგ თებიძემ (Vakhtang Tebidze), რომელმაც ისაუბრა გაერთიანების მნიშვნელობასა და მის მიზანზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი – მარეხ ჯოჯუა (Marekh Jojua) და ვიცე-პრეზიდენტი – მარიამ კაპანაძე (Mariam Kapanadze), რომლებმაც უშუალოდ კლუბის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელმა – აკაკი გავაშელიშვილმა (Akaki Gavashelishvili) და გაერთიანების დამფუძნებელმა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა – საიდ აჯიანცმა (Said Ajiantsi) ისაუბრეს გაერთიანებაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დეპარტამენტების ჩამოყალიბება, უკვე არსებულის განვითარების სტრატეგიებზე, მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება აგრძელებს აქტიურ მუშაობასა და გისურვებთ წარმატებებს.