2018 წლის 21 იანვარს გაიმართა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ (YSU) საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში – Onco2017-ის დასკვნითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა ქვეყნის 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის – რეგიონებიდან.

პროექტის მოკლე ანგარიში და დასკვნითი კონფერენციის პროგრამა მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და მონაწილეობა მიიღო 100-მდე სტუდენტმა. თითოეული უნივერსიტეტიდან შეირჩა საუკეთესო მონაწილეები, რომლებმაც თავიანთი მოხსენებები დასკვნით კონფერენციაზე წარადგინეს.

Onco2017-მა საქართველოში მედიცინის ფაკულტეტების მქონე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალება მისცა ჩართულიყვნენ მათთვის საინტერესო საქმიანობაში და წარედგინათ საკუთარი უნივერსიტეტი. ამ პროექტმა შექმნა გარემო, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი თანამშრომლობდნენ როგორც ერთმანეთთან, ასევე წამყვან სპეციალისტებთან. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა ყველა სტუდენტისათვის უფასო იყო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება იწყებს მზადებას შემდეგი პროექტის – Onco2019-ისათვის.