IMG_3083

კონფერენცია „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“  პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ გახსნა. მან ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, სტუმრებზე და პარტნიორებზე ისაუბრა.

 

IMG_3090

მარინა გიორგობიანმა 21-ე საუკუნეში  ჯანდაცვის გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს ამ სფეროში .

 

IMG_87061 - Copy

ოთარ გერზმავამ  კონფერენციის და ,ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

IMG_3098
საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ტერი ბიურტემ ისაუბრა მიზეზებზე თუ რატომ არის საჭირო ამ ტიპის ღონისძიებების ხელშეწყობა, მან სტუდენტებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათთვის საფრანგეთის კარი ყოველთვის ღიაა.

 

IMG_3105
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა რიმა ბერიაშვილმა ჯანდაცვის  სფეროში ფრანგული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე მან სტუდენტებს მადლობა ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის გადაუხადა.

 

IMG_3110

“ბიო მედის” წარმომადგენელმა მიხეილ მიქელაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. წარმატება უსურვა და ასევე აღნიშნა, რომ “ბიო მედი” ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს.

 

IMG_3116

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აქტიურობა და აღნიშნა, რომ მათთან მუდმივი თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს.

 

IMG_0902

კონფერენციის პირველი სესიის წამყვანები: ბიძინა ზურაშვილი, თამარ მაზიაშვილი.


IMG_3126

კახა ბრეგვაძე – კანის დაავადებათა ეპიდემიოლოგია და ტვირთი

 

IMG_3139

 გიორგი მაზიაშვილი, ლუკა კაციტაძე – პერსონალიზირებული მედიცინა 21–ე საუკუნეში

 

IMG_3147
დალი ხუხუნაშვილი, თამარ ზურაბაშვილი – რძე და რძის ნაწარმში ტრანს ცხიმების კონტროლი.

 

IMG_3156IMG_3171

ანა გოგოლაშვილი, მარიამ ფესტვენიძე, ზურა კაციტაძე – 21–ე საუკუნის გამოწვევა: ბაქტერიოფაგი, ბიოფილმი და ანტიბიოტიკორეზისტენტობა


IMG_3182

სოფო ნათენაძე, თამთა გაგნიძე – სალმონელებით გამოწვეული კვებითი მოშხამვების ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში

 

IMG_32021 - Copy

ნიკოლოზ მიქელაძე – კიბოს, ვაქცინით, პრევენცია

 

მეორე სესიის წამყვანები

კონფერენციის მეორე სესიის წამყვანები: რევაზ კვერენჩხილაძე, სალომე ყიფშიძე

 

 IMG_3259
ირაკლი ცხაკაია – ბაქტერიული სპექტრი COPD პაციენტების მდგომარეობის გართულებაში

 

IMG_3270

ელენე კუკულაძე, სანდრო კვერენჩხილაძე – თბილისის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის თავისებურებები


IMG_3276

მარიამი ხურციძე – ჯანდაცვის დაზღვევა


IMG_3285
თამარი ნებიერიძე, მარეხ სალდაძე  – აივ-ინფექცია, როგორც გლობალური ჯანმრთელობის მთავარი გამოწვევა


IMG_3295

მარიამ მეფარიძე – თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები და ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელების მაჩვენებლები.

 

 IMG_33371 - Copy

კონფერენციის დასკვნით ნაწილში “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ სიტყვა, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პლატფორმის სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტ მარიამ შავერდაშვილს, შემდეგ კი MedGuide 101-ის გუნდის წევრ გიორგი მაზიაშვილს გადასცა და თქვა რომ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება” ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს საერთო ინტერესების მქონე ორგანიზაციებთან, რომლებიც მოტივირებული ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ეწევიან.

 

IMG_33121 - CopyIMG_33451 - Copy 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს : ვახტანგ თებიძემ, გიორგი გაგუამ და თამარა მაზიაშვილმა