18 მარტს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით კლუბ „ვიტალისის“ წევრებმა მათი მუშაობის ერთი წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ამ დროის განმავლობაში კლუბის მიერ განხორციელებული შიდა და საზოგადო აქტივობები, მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და, ასევე, სამომავლო გეგმები.

პრეზენტაცია წარმართა კლუბის პრეზიდენტმა საიდ აჯიანცმა, ვიცე-პრეზიდენტებმა: აკაკი გავაშელიშვილმა და ვახტანგ თებიძემ, და კონტაქტების მენეჯერმა სოფო ალიმბარაშვილმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა და კლუბს წარმატებები უსურვა თსსუ-ს ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა მიხეილ ჯანჯღავამ.

კლუბი „ვიტალისი“ მადლობას უხდის თსსუ-ს ადმინისტრაციას, პროფესორებსა და თვითმმართველობას ამ ერთი წლის მანძილზე გაწეული თანადგომისათვის. კლუბი აგრძელებს მუშაობას, მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებთან მეგობრობას და მათთან ერთად საინტერესო კვლევებისა და აქტივობების ორგანიზებას.