2017 წლის 18 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ცისფერ დარბაზში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის 3 წლის იუბილე. საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი იყო ,,ვიტალისის” განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე, მის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები. ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებს სიმბოლურად გადაეცათ მადლობის სიგელები.

სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ი ოფიციალურად წარედგინა საზოგადოებას 2014 წლის 18 მარტს და ამ დროის მანძილზე მრავალი სამეცნიერო და სოციალური აქტივობების ავტორია. 3 წლის განმავლობაში კლუბმა შეიძინა მეგობრები როგორც ოფიციალურ ორგანიზაციებს და დაწესებულებებს შორის ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შორის. ორგანიზაციამ ბევრ ახალგაზრდას საკუთარი იდეების და შესაძლებლობების განხორციელების საშუალება მისცა. მათი უნარჩვევების და ცოდნის ამაღლებას შეუწყო ხელი.

სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის იუბილეზე დასწრება თავისუფალი იყო. დაინტერესებულ პირებს საშუალება ქონდათ გაეცნობიდნენ 3 წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებს და მიიღოთ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ, შემოეტანათ განაცხადი ორგანიზაციის წევრობაზე, ეხილათ ფოტო-გამოფენა, ასევე დაგვიტოვეს საკუთარი შეფასებები და სურვილები.