თბილისის სამედიცინო აკადემია წარმოგიდგენთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას. ეს გახლავთ საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებს ცოდნის და უნარების გაზიარების მიზნით აერთიანებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს საშუალებას მისცემს, ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციებით წარადგინონ თავიანთი მოხსენებები.  გარდა ამისა, შეგიძლიათ შეუერთდეთ ექიმებისა და მეცნიერების მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს. ორგანიზატორების მიზანია მონაწილეებისთვის ინოვაციების შთაგონება, სამედიცინო განათლების ხარისხის ზრდისა და სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებს შორის თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა.

ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას აქვს პატივი, შეუერთდეს ამ საერთაშორისო კონფერენციას. წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან ორი სამეცნიერო პუბლიკაცია (ერთი შერჩეული გაერთიანების მიერ და მეორე – აკადემიის მიერ) გამოქვეყნდება „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სამედიცინო ჟურნალში“.  გარდა ამისა, გაერთიანების ფავორიტ მომხსენებელს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონფერენცია ჩატარდება 21-22 დეკემბერს და მთავარი თემატიკა იქნება „კლინიკური აზროვნების განვითარება პაციენტის უსაფრთხოებისათვის“.
აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა – 2018 წლის 1-ლი დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://conference.tma.edu.ge