დღეს, 12 დეკემბერს გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრების მორიგი შეხვედრა, სადაც შეაფასეს განვილილი სემესტრი და განიხილეს სამომავლო პროექტები. ასევე, ჩატარდა კლუბის ახალი მმართველების არჩევნები.

 

უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღეიდან კლუბს ყავს ახალი პრეზიდენტი – რუსუდან გოლეთიანი და ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი საგინაშვილი. მათ წევრებს უკვე გააცნეს თავიანთი ხედვები და განაცხადეს, რომ კლუბის წარმატებული საქმიანობისა და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ისინი მომავალი კვირიდანვე შეუდგებიან აქტიურ მუშაობას, მათივე გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში კლუბს განახლებული სახით წარუდგენენ საზოგადოებას და მიიღებენ ახალ წევრებს.

 

დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელებთან ერთად განახორციელებს კლუბის მმართველობას.

 

ახალ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვეს და თავიანთი თანამდებობები ოფიციალურად გადააბარეს ყოფილმა პრეზიდენტმა – საიდ აჯიანცმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტებმა – აკაკი გავაშელიშვილმა და ვახტანგ თებიძემ, რომლებიც უკვე მათ მიერ დაარსებული ახალი ორგანიზაციიდან – ა(ა)იპ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებიდან განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას და აქტიურად ითანამშრომლებენ კლუბ “ვიტალისთან”.

 

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება და კლუბი

“ვიტალისი” მომავალი სემესტრში ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შემოგთავაზებთ.

 

კლუბი “ვიტალისის” წევრები ახალ ხელმძღვანელებს ვულოცავთ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ!

Onco2015 – დასკვნითი კონფერენცია

Posted on 27/11/2015 by ვახტანგი

 

2015 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ ინიცირებული საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ონკოლოგიური კონგრესის ,,Onco2015“-ის დასკვნითი კონფერენცია.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კლუბის ,,VITALIS“ ინიციატივითა და აქტიური თანამშრომლობით გაიმართა.
,,Onco2015“ ქართველი სტუდენტების მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც ემსახურება სტუდენტებში სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის ამაღლებას, სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო პროფილის სტუდენტების თანამშრომლობას, სიმსივნეების მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში არსებული სიახლეების, მიღწევებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

ღონისძიება გახსნეს, საზოგადოებას მიესალმნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა: თემურ ნანეიშვილმა, ფრიდონ თოდუამ და პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ზეპირი და პოსტერული მოხსენებები:

ელენე მარიამიძე (თსსუ) – CAR T-უჯრედული თერაპია;

მუსტაფა სამირ იუნის, ომარ მუჰამედი (თსუ) – რადიოთერაპიის კრიზისი ღარიბ ქვეყნებში;

კარენ სტალინ, ნატა ნაკაიძე (აიეტი)- ონკოლიზური ვიროთერაპია;

საიფ თოვფიქ (თსა) – სიმსივნის პერინერვული გავრცელება;

ცინუკი არზრუმელაშვილი (სდასუ)- ძუძუს კიბო – გავრცელება, რისკფაქტორები, პრევენცია, ადრეული გამოვლენა და აუტოიმუნურობის როლი მის დიაგნოსტიკაში;

ჰუმამ ალ-ობაიდი (კსუ) – კუჭის კიბოს მკურნალობის უნიფიცირება მთელს მსოფლიოში;

ლუარსაბ უდუმაშვილი (ჰიპოკრატე) – ინტერვენციული რადიოლოგიის როლი ქსოვილოვანი წარმონაქმნების იდენტიფიცირებაში.

პოსტერული მოხსენებები:

გოჩა მთვარელიშვილი (თსსუ)-ძუძუს კიბოს მქონე ხანდაზმულ ქალთა მკურნალობა ევროპის ქვეყნებში;

მაჰიმა პრადჰან, როშინი პრადიპ-კოლორექტალური კარცინომის მკურნალობა იმუნოთერაპიით;

გიორგი ათათია (თსსუ) – სიმსივნის დიაგნოსტირება ორსულობის პერიოდში, მკურნალობა და ორსულობის შეწყვეტა;

ჰიმაბინდუ პენუგაჩიპროლუ (აიეტი) – ფილტვის კიბოს მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ინტენსიურად მოდელირებულ რადიოთერაპიას, აღენიშნებათ ნაკლები ანთება და უკეთესი ტოლერანტობა შემდგომ ქიმიოთერაპიაზე;

ხათუნა წიკლაური (თსუ) – პალიატიური მკურნალობა;

აიმენ ალმაჯმაიე, ომარ ალფარუქ (თსუ) – რადიოთერაპიიდან 2 წლის შემდეგ ანდროგენ დეპრივაციული თერაპია 60 %-ით აუმჯობესებს პროსტატის კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობის ეფექტურობას;

გალინა ერიზარიან (თსუ) – ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში საკვერცხეების უკმარისობის თავიდან აცილება და ფერტილობის შენარჩუნება;

ოლუვათობილობა აჯაია (თსა) – ლეიკემიის ეპიდემიოლოგია ნიგერიაში;

საიფ რუსტუმი (თსა) – პანკრეასის სიმსივნის ეპიდემიოლოგია და რისკფაქტორები იორდანიაში.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კონკურსგარეშე მოხსენებები:

ირაკლი მაცუკაშვილი – სსკკ ,,ვიტალის“-ძვლის მეტასტაზების მქონე პაციენტებში პალიატური რადიოთერაპიით გამოწვეული ტკივილის გაძლიერების სიმპტომების მართვა დექსამეტაზონის გამოყენებით;

გიორგი დიასამიძე-თავის ტვინის მეტასტაზების მენეჯმენტი.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ხუთი ზეპირი და ხუთი პოსტერული მოხსენების ავტორი: ელენე მარიამიძე, კარენ სტალინი და ნატა ნაკაიძე, საიფ ტავფიიქ, მუსტაფა სამირ იუნის, ომარ მუჰამედი, ლუარსაბ უდუმაშვილი, გიორგი ათათია, მაჰიმა პრადჰან და როშინი პრადიპ, ხათუნა წიკლაური, ჰიმაბინდუ პენუგაჩიპროლუ, გოჩა მთვარელიშვილი.

გამარჯვებული მოხსენებების აბსტრაქტები დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო ჟურნალში, ხოლო მათი საუკეთესო ნაწილი კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ჟურნალში. გამარჯვებულები ასევე გაივლიან სტაჟირებას თბილისის წამყვან კლინიკებში. ჟიურის ფავორიტი, ელენე მარიამიძის მოხსენება-CAR T-უჯრედული თერაპია კი წარმოდგენილი იქნება კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების IV საერთაშორისო კონფერენციაზე.

სტატია ფოტოებით.