2016 წლის 3 ივნისს “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ორგანიზებით თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეში” გაიმართა გაცნობითი შეხვედრა და საჯარო სემინარი თემაზე: “უსაფრთხოება იწყება აქედან!”. სემინარს უძღვებოდნენ გაერთიანების წევრები, ლიცენზირებული ეპიდემიოლოგები – დავით ჩოკოშვილი და ნინო ბუაჩიძე. მათ ისაუბრეს საავადმყოფოსშიდა ინფექციების და სხვა გართულებების პრევენციის მიზნით ხელების დაბანის, ქირურგიული ხელსაწყოების სტერილიზაციისა და დეზინფექციის მნიშვნელობის შესახებ.

ამავე შეხვედრის ფარგლებში ჰიპოკრატეს სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების”, მის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და ინტერაქტიულად ჩაიარა.

ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით უნივერსიტეტი “ჰიპოკრატეს” ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმმართველობას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრების – ნუგზარ ცუცქირიძის, თამარ ჩიხელიძისა და თამარ მაზიაშვილის მიერ.